პრეს რელიზები

პოლონური მუსიკა ხალხს აკავშირებს

10.10.2011
5-8 ოქტომბრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ ერთობლივად გაუწიეს საქართველოში  კონცერტების სერიის ორგანიზებას ევროკავშირში პოლონეთის მიმდინარე თავმჯდომარეობის აღსანიშნავად და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. რჟეშოვ კლეზმერ ბენდმა პოლონეთიდან დაუკრა თბილისში, ზუგდიდსა და წეროვანში.
 
სამი კონცერტიდან ბოლო გაიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის დასახლების სკოლაში. სოფელში ცხოვრობს ექვსი ათასი ადამიანი, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის დროს იძულებული იყო დატოვებინა თავისი სახლები.


კონცერტი გაიხსნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ ანჟეი ტიშკევიჩისა და საქართველოში პოლონეთის ელჩ  ქალბატონ ურსულა დოროშევსკას მიერ.  ყველამ დიდად ისიამოვნა შესანიშნავი მუსიკით და ამ ღონისძიებამ მაყურებელს საშუალება მისცა ევროპის სხვა ნაწილის კულტურას გაცნობოდა.

სკოლის დარბაზი სავსე იყო და მუსიკოსებს ტაშს უკრავდნენ პოლონურ ებრაული მუსიკის (რომ
Follow us on social media