პრეს რელიზები

შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დვანში

21.10.2011
21 ოქტომბერს დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და ადმინისტრაციულ საზღვარზე ან მის მახლობლად მომხდარი დაკავებების გარემოებები.  დეტალურად იყო განხილული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობის მომუშავე პირებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების თავისუფლების ხელშემწყობი მეთოდები. მონაწილეებმა ისაუბრეს ჰუმანიტარულ საკითხებზე, როგორიცაა რეგიონში წყლის და გაზის მიწოდების პროექტების განხორციელება.

შეხვედრა გულითად ვითარებაში ჩატარდა. 
 
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2011 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.

Follow us on social media