პრეს რელიზები

კეტრინ ეშტონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

16.11.2011
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / კომისიის ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი სამხრეთ კავკასიაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ანჟეი ტიშკევიჩს ოთხშაბათს შეხვდა.

უმაღლეს წარმომადგენელს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საერთო სიტუაციისა და ასევე მისიის მიმდინარე საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ.

ელჩმა ტიშკევიჩმა ხაზი გაუსვა მისიის როლი სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის საკითხებში წვლილის შეტანაში. მან კეტრინ ეშტონს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დროს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის არგლებში ჩატარებული შეხვედრებისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეებთან ორმხრივი შეხვედრების შესახებ.

მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა შესანიშნავი თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში.

მან აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან გამჭვირვალე იყო სამხედრო სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის თვალსაზრისით, სრულად იცავდა ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა. ელჩმა ტიშკევიჩმა ასევე გამოთქვა მადლიერება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან გაფორმებულ ცალმხრივ მემორანდუმებთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ არ მოყოლია რუსეთის ან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებათა საპასუხო ნაბიჯები.

Follow us on social media