24 იანვარს დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეცხრამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები, პატიმრობაში მყოფი პირების მდგომარეობა, და დაკავებულ პირთა გაცვლა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ვითარება დაკარგულ პირებთან დაკავშირებით. ასევე იყო განხილული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე ნაღმების სავარაუდო არსებობისას.
შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩატარდა.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 21 თებერვალს გაიმართება.