ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ამჟამად არესბულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კონკრეტულად კი - კვირას, 4 მარტს, დილით, სოფელ განმუხურთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე.
კვირას, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დამკვირვებლების რამდენიმე ჯგუფი ვითარებაში გასარკვევად და ადგილზე ინფორმაციის შესაგროვებლად გაიგზავნა. ამ დროისათვის დეტალები ნათელი არ არის და ადგილობრივი ცნობები წინააღმდეგობრივია. ინციდენტის შესასწავლად, მისია გააგრძელებს მუშაობას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან.
რაც არ უნდა მომხდარიყო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ განცხადებებსა და ქმედებებს, რომლებიც პროვოკაციულად შეიძლება იქნას აღქმული. ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ მიდამოებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენების შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება. ეს საკითხი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ გასულ შეხვედრებზე დააყენა.
მისია გააგრძელებს მოვლენებზე ყურადღებით დავაკვირვებას, იმუშავებს ინციდენტების პრევენციისა დამათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების ყველა მონაწილესთან და ასევე გამოიყენებს ცხელი ხაზის მექანიზმს, რათა უზრუნველყოს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება და სტაბილურობა.