პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეერთე შეხვედრა გაიმართა

20.03.2012

20 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეერთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეებმა ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავების შემთხვევები და ასევე უგზო- უკვლოდ დაკარგული პირების ბედი განიხილეს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მსჯელობას უსაფრთხოების ზომებზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის ჩატარების დროს. ასევე დაისვა გადაადგილების თავისუფლების,  კერძოდ, აღდგომის პერიოდში რელიგიური სალოცავების ხელმისაწვდომობის საკითხი

შეხვედრა საქმიან ვითარებაში ჩატარდა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 30 აპრილს გაიმართება.

Follow us on social media