პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამესამე შეხვედრა გაიმართა

25.05.2012
25 მაისს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა არსებული მდგომარეობა, ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავების შემთხვევები და დაკავებულთა შესაძლო განთავისუფლება განიხილეს. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს. დაისვა ადმინისტრაციული საზრვრის ორივე მხარეს დაგეგმილ განაღმვით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის საკითხიც. საუბარი ასევე შეეხებოდა სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს, მათ შორის სავარაუდო სამხედრო წვრთნებს.

შეხვედრა პროდუქტიულ და საქმიან ვითარებაში ჩატარდა.

შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 21 ივნისს გაიმართება.

შეხვედრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს შოთა უტიაშვილს ესალმება

ელჩი ტიშკევიჩი ოსური დელეგაციის ხელმძღვანელს რობერტ გაზაევს ესალმება
Follow us on social media