21 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით ოცდამეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა არსებული ვითარება, ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავების შემთხვევები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე განხილული იყო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გაგრძელებისა და დაკავებულთა გაცვლის საკითხები. შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ერთი დაკავებულის განთავისუფლებას მიესალმნენ.
ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მცხოვრები მოსახლეობის წყლით სათანადოდ მომარაგების უზრუნველსაყოფად, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ყველა მხარეს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ მონაწილეებს აცნობა, რომ უახლოეს მომავალში განაღმვითი სამუშაოები ჩატარდება ტონჩის მახლობლად, სადაც ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. მოცემული სამუშაოების შესრულების დრო და ადგილი წინასწარ იქნება გაცხადებული. შეხვედრაზე ასევე სამომავლოდ დაგეგმილი სხვა ღონისძიებები და მათ შორის სამხედრო წვრთნები განიხილეს.
შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.
მონაწილეების შეთანხმებით, შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 26 ივლისს გაიმართება.