ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგგარეშე შეხვედრა 1 ივლისს ზარდიანთკარში გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა, უსაფრთხოების მდგომარეობა და სოფელში გადაადგილების თავისუფლების საკითხი განვითარებული მოვლენების ფონზე განიხილეს. საქართველოს და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ინფორმაციას იმ ადგილობრივი მაცხოვრებლების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა სოფელი ცოტა ხნის წინ დატოვეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შესაძლებელია დამატებითი შეხვედრა დაინიშნოს.
მონაწილეების შეთანხმებით, მორიგი შეხვედრა 2012 წლის 26 ივლისს გაიმართება.