პრეს რელიზები

ზარდიანთკარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეორე რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა

14.07.2012
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეორე რიგგარეშე შეხვედრა 14 ივლისს ზარდიანთკარში გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა გააგრძელეს 1 ივლისის შეხვედრაზე დაწყებული განხილვა, რომელიც უსაფრთხოების ბოლოდროინდელ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოფელში და მის მახლობლად გადაადგილების თავისუფლების საკითხებს ეხებოდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე სოფლის ოსი ეროვნების მაცხოვრებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებების მიზანს სოფლის ყველა მაცხოვრებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ხაზი გაუსვეს, რომ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ სოფელში ყველას აქვს შესაძლებლობა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და სოფელსა და  მის მიმდებარე მიდამოებში თავისუფლად გადაადგილდეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გარკვეული გარანტიების პირობა წარმოადგინა და განმარტა, რომ მოეწყობა ღია შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რათა მოხდეს მათი დარწმუნება რომ სოფელში არსებული მდგომარეობა უსაფრთხოა. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სოფელში არსებულ სიტუაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მომდევნო შეხვედრაზე ხელახლა შეაფასებენ. შეხვედრა 26 ივლისს არის დაგეგმილი.


Follow us on social media