პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეხუთე შეხვედრა გაიმართა

26.07.2012

26 ივლისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა არსებული ვითარება, ბოლოდროინდელი ინციდენტები, დაკავების შემთხვევები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილეს. მონაწილეები 20 ივლისს დაკავებულთა განთავისუფლებას მიესალმნენ და მეტი დაკავებულის განთავისუფლების შესაძლებლობის საკითხი დააყენეს.

აგრეთვე, გაგრძელდა ზარდიანთკარში არსებული ვითარების განხილვა. მონაწილეებმა, მოახლოებული მოსავლის აღების პერიოდიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზის გააქტიურების საკითხი დააყენეს. მონაწილეებმა გამშვები პუნქტების გადატანის ან გაძლიერების შესახებ წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

შეხვედრა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.

მონაწილეების შეთანხმებით შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.


Follow us on social media