საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ევროკავშირის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მისია ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სამძიმარს გამოთქვამს ოპერაციაში ჩართული ქართული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით.
"მისიის ყველა თანამშრომლის, ისევე როგორც პირადად ჩემი სახელით, ვიზიარებ სამართალდამცავი ორგანოების დაღუპული თანამშრომლების ოჯახების ღრმა მწუხარებას" - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა.