ბოლო რამდენიმე
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა განცხადებები, იმის შესახებ რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ
საზღვართან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქართული ჯარისა და პოლიციის შენაერთების განლაგებას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, დამატებითი სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით,
ინტენსიურად ახორციელებდა მოცემული ცნობების მონიტორინგსა და შეფასებას და ამოწმებდა
გავრცელებულ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებთან. მოცემული ქმედებების შედეგად, მისიამ
ვერ აღმოაჩინა გავრცელებული ცნობების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად
ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება, რათა აქტიურად დააკვირდეს
ადგილზე არსებულ მდგომარეობას.
ამავე დროს, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის
ზრდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. მოცემულ ქმედებასთან დაკავშირებით,
მისიამ რუსეთის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან შეშფოთება გამოთქვა.
ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია დაჟინებით მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან,
რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადმინისტრაციული
საზღვრის ორივე მხარეზე.