27 ნოემბერს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამერვე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.
მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავების შემთხვევები, საქართველოს ციხეებში სამხრეთის მკვიდრ პატიმართა შენახვის პირობები და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედი. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის განთავისუფლებას მიესალმნენ. დაისვა მისიის სადამკვირვებლო ჯგუფების უსაფრთხოების საკითხი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ყოველდღიური პატრულირებისას. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ყველა მხარის მიერ სამხედრო გადაადგილების და სამხედრო წვრთნების შესახებ წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობა. მოახლოვებული სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში, გაჟღერდა შემწყნარებლური დამოკიდებულების გამოჩენის თხოვნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც სურთ ნათესავებისა და რელიგიური ადგილების მონახულება.
შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა.
მონაწილეების შეთანხმებით შემდეგი შეხვედრა 2012 წლის 17 დეკემბერს.