პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეათე შეხვედრა გაიმართა

29.01.2013
29 იანვარს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ოცდამეათე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობასა და საქართველოში მიმდინარე ამნისტიასთან დაკავშირებით გაცვალეს ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პატრულირების ამჟამად დადგენილი პროცედურების შესახებ ისაუბრა. მონაწილეებმა სოფელ ზარდიანთკარში არსებული მდგომარეობა და დუშეთის რაიონში სამების ტერიტორიაზე დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.

ქართულმა მხარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარების შესახებ.

კვლავ ხაზი გაესვა სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების მნიშვნელობას.

შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება. 

Follow us on social media