2019 წლის 29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 95-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით.
ბატონმა ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მომხდარი მოვლენების მოკლე მიმოხილვა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე ბოლოდროინდელმა მოვლენებმა უარყოფითი გავლენა იქონიეს საერთო უსაფრთხოების მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით დაკავშირებული იყო უახლეს, ძლიერ შემაშფოთებელ შემთხვევებთან გუგუთიანკარისა და წნელისის მიდამოებში.
თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და შეახსენეს მონაწილეებს ფოკუსირებულიყვნენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებზე.
იმ შემთხვევვების გახსენებისას, როდესაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის გამოყენება მოხდა ეფექტურად, მათ ხაზი გაუსვეს ყველა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის არხის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას, განსაკუთრებით კი დაძაბულობის შემცირების მიზნით ქმედებების შესახებ ადრეულ გაფრთხილებას.
შეხვედრაზე აღინიშნებოდა მონაწილეთა შორის აზრთა ინტენსიური გაცვლა წნელისის საკითხზე. სამწუხაროდ შეუძლებელი გახდა დღის განრიგის მიხედვით ყველა პუნქტის განხილვა, ვინაიდან შეხვედრა ჩაიშალა.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 2 ოქტომბერს.