ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია ახალგორის რაიონის მკვიდრის, ქალბატონ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების შესახებ. ამ შემთხვევის გამო, მისიის ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა. ჩვენი ფიქრები მის ოჯახთანაა.
მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს პოტენციურ
გავლენას რომელიც ახალგორის ხეობაში გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს
შეიძლება ჰქონდეს. სამხრეთ ოსეთში, ახალგორის ხეობიდან ძირითადი გადამკვეთი პუნქტი,
რომელიც -ჩვეულებრივ დღეს დაახლოვებით 400 გადაკვეთა უზრუნველყოფდა 5 სექტემბრის შემდეგ
დაკეტილია. ეს ართმევს სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარების ქონის
უფლებას ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე უარყოფითი გავლენა აქვს ცხოვრების სხვა ასპექტებზე.
მისია ყურადღებით აკვირდება მსგავს მოვლენათა განვითარებას.
სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია
შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ჰუმანური მიდგომის გამოყენება ცალკეულ
შემთხვევებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხადად წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია
ამ საკითხების შესახებ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების
ფარგლებში ჩატარებულ უკანასკნელ შეხვედრაზე ერგნეთში.