პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის სიახლოვეს, სოფელ კოდაში სროლის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებზე

08.11.2019
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ სამშაბათს, 5 ნოემბერს კოდაში ან მის მიმდებარედ, სროლის შესახებ გავრცელებულ უსაფუძვლო  განცხადებებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა. მისიამ, სიცხადის შესატანად, თავად გააქტიურა ცხელი ხაზი 6 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც გაკეთდა და მედიიით გავრცელდა უსაფუძვლო განცხადებები. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში არის წარმოდგენილი, და მან 5 ნოემბერს სოფელ კოდის სიახლოვეს რამდენიმე პატრულირება ჩაატარა. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არც ერთ დამკვირვებელს არ დაუდასტურებია რაიმე გასროლის ხმა. ადგილობრივ მოსახლეობის და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შემდგომ გამოკითხვაზე დაყრდნობით, მისიას აღნიშნულ არეალში სროლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია .


Follow us on social media