პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2019 წლის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გამარჯვებულს ბატონ მამუკა ყუფარაძეს გადაეცა

22.01.2020

2020 წლის 22 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  და ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში  2019 წლის „ევროკავშირის  პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გამართეს.

წლევანდელი გამარჯვებული გახდა სატელევიზიო ნამუშევრის - „ინტერვიუ თემურ ცხუ ბატთან“ - ავტორი - ჟურნალისტი მამუკა ყუფარაძე. მამუკა მუშაობს თბილისში სტუდია რეში და აღნიშნული ინტერვიუ კი არის სამართლიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების მაგალითი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისიის მანდატის ფარგლებში.  ჯილდოს ფარგლებში მას მიეცემა შესაძლებლობა  მონაწილეობა მიიღოს ერთთვიან ი სტაჟირების პროგრამაში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ლონდონის სათავო ოფისში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზით“ აჯილდოვებს კონფლიქტისადმი სენსიტიური ჟურნალისტიკის ნამუშევრებს, რაც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, მშვიდობას და ისეთ გაშუქებას, რომელიც ხიდად გაიდება გახლეჩილ თემებს შორის .  ევროკავშირის დელეგაცია აჯილდოვებს გამარჯვებულე ბს ექვს საპრიზო კატეგორიაში, რაც მოიცავს - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას .

აღნიშნულ დაჯილდოებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) თბილისის ოფისი.

გასული წლების გამარჯვებულებია:

 

•           2013       ოლესია ვართანიანი;

•           2014       გოგიტა აფციაური;

•           2015       ნინო ჩიფჩიური;

•           2016       გვანცა დოლუაშვილი ;

•           2017       ნინო გოგუა;

           2018        ნიკა გაბლიშვილი

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქეით ფიერონი, აკეთებს შემდეგ კომენტარს: „ იმ შემთხვევებში, როდესაც კონფლიქტები და კონფლიქტებთან დაკავშირებული დაძაბულობა რჩება, ნდობის აღდგენა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. დამოუკიდებელი, საგამოძიებო მედია აუცილებელია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ თემებს შორის საუბრის პროცესის ხელშესაწყობად.“

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის სხვა ფინალისტები გახდნენ ქ-ნი თამარ შონია (რადიო ოდიში), ქ-ნი ნათია პარეხეკაშვილი (თრიალეთი ტვ) და ქ-ნი გვანცა დოლუაშვილი. თავიანთი ჩინებული ნაშრომებისთვის მათ წამახალისებელი ჯილდო მიიღეს.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

დაჯილდოების ცერემონიის მიმოხილვა  ასევე შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სოციალურ მედიაში: ფეისბუქის, ტვიტერის, ინსტაგრამისა და Flickr-ის გვერდებზე.

 

ზოგადი ინფორმაცია:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ევროკავშირის დელეგაციის მიერ 2012 წელს დაარსდა და იგი საქართველოში ასეთი ტიპის პირველი კონკურსია. პრიზი ეძლევა ისეთი ნამუშევრების ავტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გააზრებას და ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ასახავს.

 

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ქეით ფ ერონი, (მარცხნივ), ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი (ცენტრში) მეუღლესთან და სხვა ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებებთან ერთად ტაში სკვრით მიესალმებიან გამარჯვებულებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე მადლობას უხდის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

ამაყი გამარჯვებულები სიხარულით იღებენ ერთობლივ ფოტოს

მისიის ხელმძ ღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნი ქეით ფ ერონი (მარჯვნიდან მეორე), ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი (მარჯვნიდან პირველი), გამარჯვებულებთან ერთად

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ადგილობრივი მედია ართმევს ინტერვიუს

Follow us on social media