პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი „შეხვდა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს

01.05.2020
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შიგელი გაცნობითი საუბრის მიზნით ონლაინ „შეხვდა“ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას, COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართული „სოციალური დისტანციის“ ზომის დაცვით.
 
ბატონმა შიგელმა პანდემიის დროს მისიის მანდატის აღსრულება მიმოიხილა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ჩართულობა, პატრულირება და ანგარიშგება 24 საათი, კვირაში 7 დღე რჩება უცვლელი.
 
ბატონმა ბერაიამ გამოხატა მადლიერება მისიის სადამკვირვებლო მოქმედებების მიმართ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და არსებულ ვითარებაზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის.
Follow us on social media