პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს

16.07.2020

2020 წლის 16 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო. 


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მაღალი შეფასება მისცა მისიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ის ასრულებს განვითარებული მოვლენების მონიტორინგსა და დიალოგის ხელშეწყობაში.


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის როლს, რაც ობიექტური და ფაქტობრივი ინფორმაციის წარმოდგენის ერთადერთ შესაძლებლობას იძლევა.


მათ განიხილეს ის რთული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრებ თემებზე.


მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია მისიის პრიორიტეტების და მიმდინარე ოპერაციული საქმიანობის შესახებ. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ერგნე თში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების სწრაფი განახლების მნიშვნელობას, როგორც შესაბამისი ფორუმისა რეგულარული დიალოგისა და ნდობის აღდგენისათვის.


მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისიის მანდატის სრულად შესრულებისთვის პრეზიდენტის მხარდაჭერას.

  შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მა ღალი შეფასება მისცა მისიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის , რომელსაც ის ასრულებს განვითარებული მოვლენების მონიტორინგსა და დიალოგ ის ხელშეწყობაში

Follow us on social media