პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

20.07.2020

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი , ელჩი მარეკ შჩიგელი , 2020 წლის 20 ივლისს , საქართველოს პრემიერ - მინისტრს , გიორგი გახარიას შეხვდა .

მისიის ხელმძღვანელმა , პრემიერ - მინისტრს მიულოცა ქვეყნის წარმატებული ბრძოლა Covid-19- ის წინააღმდეგ და აღნიშნა , რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცნობილი და აღიარებულია .

პრემიერ - მინისტრმა ხაზი გაუსვა მისიის როგორც , ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით და გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ , სტაბილურობასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზით გაყოფილ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის გაძლიერებაში შეტანილი მტკიცე წვლილისთვის პრემიერ - მინისტრმა გახარიამ , მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრულად განხორციელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა .  

შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი იყო განხილული , მათ შორის უსაფრთხოების ვითარება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ , ბოლოდროინდელი დაკავებები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური გამოწვევები . მისიის ხელმძღვანელმა გამოიყენა შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს როგორც მნიშვნელოვან საშუალებებს სტაბილურობისთვის და ნდობის აღდგენისთვის . მან ასევე  წუხილი გამოთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ასევე , როგორც ერგნეთში ისე გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების , როგორც დიალოგის პლატფორმების   ხანგრძლივი შეჩერების გამო და ხაზი გაუსვა მათი აღდგენის საჭიროებას .


 

შეხვედრის მონაწილეები მისალმებებს ცვლიან

მისიის ხელმძღვანელმა გამოიყენა შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა როგორც მისიის მიერ ოპერირებად ცხელ ხაზის ისე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მნიშვნელობას

Follow us on social media