2020 წლის 24 სექტემბერს, ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 97-ე შეხვედრა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელის და სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრა ჩატარდა COVID-19-ის პანდემიის ფონზე საჭირო ჯანმრთელობის დაცვის ყველა აუცილებელი ზომის დაცვით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილეს პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და მონაწილეობა მიიღეს კონსტრუქციულ დისკუსიებში ყველაზე მწვავე საკითხზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
მონაწილეებმა განიხილეს სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი, „ბორდერიზაციის “პროცესები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ჩორჩანა-წნელისის რაიონში და სხვა ადგილებზე უსაფრთხოების ვითარება, ასევე გადაადგილებისა და საარსებო წყაროების საკითხები. დღის წესრიგში ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული კონტროლირებადი გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის და COVID-19 პანდემიის გავლენა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო დაკავებების შემთხვევებს.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეების სურვილს მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ დიალოგში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ კვლავ გადამწყვეტ საკითხად რჩება ინფორმაციის დროული გაცვლა ყველა შესაძლო პლატფორმის საშუალებით ინციდენტების თავიდან აცილების და დაძაბულობის შემცირების მიზნით.
თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ადგილობრივ თემებში ადამიანის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების მოგვარებას. მონაწილეებს მოუწოდეს ერთობლივი ძალისხმევისკენ ადგილზე ზოგადი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.
მონაწილეების შეთანხმდნენ შემდეგი შეხვედრის 2020 წლის 20 ნოემბერს ჩატარების გეგმაზე, თუ ვითარება შესაძლებლობას მისცემთ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩი, მარეკ შჩიგელი და სამხრეთ კავკასიაში, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი, ელჩი რუდოლფ მიხალკა ესალმებიან მოსულ მონაწილეებს სოციალური დისტანციის დაცვით
თანათავმჯდომარეები ესალმებიან ოსური მხარის მონაწილეებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ქართული მხარის წამყვან წარმომადგენელს ესაუბრება
შეხვედრის პროცესში