”ჩვენს სამეზობლოში არსებულ ყველა კრიზისს ერთი რამ აქვს საერთო: მდგრადი გადაწყვეტის გზები მხოლოდ სამხედრო გზით არ მოიძებნება. ევროპამ უნდა გააძლიეროს კრიზისების სამოქალაქო მართვის სფერო როგორც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრი,“ განაცხადა ჰეიკო მაასმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 17 სექტემბერს გახსნაზე. „ამის გამო ევროპის მოწინავე გამოცდილების ცენტრი ბერლინში იქნება როგორც ფლაგმანი ისე “საქმიანობის ადგილი“.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა მდივანი ჰელგა შმიდი, თავის ვიდეო მისალმებაში, თბილად მიესალმა ცენტრის შექმნის გერმანიის ინიციატივას და ელოდება, ევროპის საბჭო ჩამოყალიბდება ევროკავშირის წევრი იმ 18 ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, რომლებიც უკვე შეუერთდნენ ცენტრს. მან შეახსენა რომ საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის 11 სამოქალაქო მისიის შესაძლებლობების ზრდის, რჩევის და სადამკვირვებლო აქტივობებს წვლილი შეაქვთ საერთო უსაფრთხოების ზრდაში, ადგილებზე კანონის უზენაესობის შესაძლებლობების გაძლიერებაში და ეხმარება პარტნიორებს მათი უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში.
ანალიზი და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შეთავაზება
2020 წლის თებერვალში დაარსებული ცენტრი შეაგროვებს, გააანალიზებს და გააზიარებს კარგ ეროვნულ პრაქტიკას კრიზისების სამოქალაქო მართვის სფეროში. ამ ცოდნაზე დაყრდნობით, მოწინავე გამოცდილების ცენტრი წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ინსტიტუციებს და ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებს შესთავაზებს მორგებულ გადაწყვეტილებებს და ექსპერტულ რჩევებს.
”ბერლინის ცენტრის შექმნის დრო უკეთესი ვერ იქნება, რადგან ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც ვიხსენებთ საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის 17 წლიან სამოქალაქო მუშაობას”, - აცხადებს
ბირგიტ ლოესერი, სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც თავად მიიღო 2002 წელს მონაწილეობა დაგეგმვის ღონისძიებებში ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოგვიანებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი მისიების შექმნაში” საერთო უსაფრთხოების და „
თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო ასპექტის განმტკიცების გადაწყვეტილებამ რომელზეც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ 2018 წლის ნოემბერში, ახლა განახლებული სტიმული მისცა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო ასპექტს შემდგომი განვითარებისკენ.”
მრავალფეროვან და თანასწორ გუნდებს უკეთეს და უფრო მდგრად შედეგებთან მივყავართ: გენდერული ბალანსის გაუმჯობესება საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიებში
როგორც საკუთარ ვიდეო მისალმებაში
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მრავალფეროვან და თანაბარ გუნდებს უკეთეს შედეგებთან მივყავართ. ეს არის გზავნილი რომელსაც ევროკავშირი გადასცემს თავის პარტნიორებს მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მივცეთ მაგალითი.
„წევრი ქვეყნების ერთერთი სურვილია მიაღწიონ საჭირო გენდერულ ბალანსს თანამშრომლებს შორის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიებში. ეს არის სურვილი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ“ ახსენებს ბირგიტ ლოესერი. ქალების ამჟამინდელი პროპორციული რაოდენობა საერთო უსაფრთხოების და პოლიტიკის სამოქალაქო მისებში შეადგენს 25 პროცენტს. გერმანიის 29 პროცენტიან საშუალო მაჩვენებლით, შვედეთი 39 პროცენტით და ფინეთი 42 პროცენტით უკეთესად მოქმედებენ. რეალობიდან გამომდინარე, ბერლინის ცენტრმა კრიზისების სამოქალაქო მართვის მისიებში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესება აირჩია თავისი პირველი (ვირტუალური) სამუშაო შეხვედრის თემად, რომელიც ოთხშაბათს, 16 სექტემბერს ჩატარდა.
საფუძველი: ევროკავშირს ამჟამად საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში აქვს გაშლილი 11 სამოქალაქო მისია აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში და უფრო ფართო ევროპულ სამეზობლოში. საერთო ჯამში ისინი მოიცავენ დაახლოვებით 2000 თანამშრომელს-ევროკავშირის მოქალაქეებს მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებს. საერთო უსაფრთხოების და პოლიტიკის ფარგლებში პირველი სამოქალაქო მისია, ევროკავშირის პოლიციური მისია ბოსნია ჰერცეგოვინაში გაიშალა 2003 წელს. საერთო უსაფრთხოების და პოლიტიკის ფარგლებში უკანასკნელი სამოქალაქო მისია, ევროკავშირის მრჩეველთა მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამ ზაფხულს გაიშალა ბანგუიში რათა მისცეს რჩევები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას მისი უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების კუთხით. 2007 წელს დაარსებული, სამოქალაქო დაგეგმარების და აღსრულების შესაძლებლობა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორატი, არის საერთო უსაფრთხოების და პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო მისიების საოპერაციო შტაბ-ბინა. სამოქალაქო დაგეგმარების და აღსრულების დირექტორი მოქმედებს როგორც სამოქალაქო ოპერაციების მეთაური.
მეტი ინფორმაცია საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში სამოქალაქო მისიების და მოწინავე გამოცდილების ცენტრის შესახებ
ძირითადი პრესრელიზი იხილეთ აქ: