პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს 16 დღის აქტივიზმის კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

25.11.2020
თბილისი, 2020 წლის 25 ნოემბერი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი აქტივიზმის გლობალურ კამპანიას, რომელიც დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება.

წლევანდელი გლობალური კამპანიის თემა Orange the World: დააფინანსე, უპასუხე, აღკვეთე, შეაგროვე! მოუწოდებს გადაუდებელ ზომებისკენ გენდერული ძალადობის ეფექტური პრევენციისა და მასზე რეაგირების სერვისების ადეკვატური დაფინანსების უზრუნველსაყოფად და გენდერულის ძალადობის გადასაჭრელად მონაცემთა შეგროვების მიზნით COVID-19-ის კონტექსტში.

გენდერული ნიშნით ძალადობა, ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობის ჩათვლით, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც ძირითადად ქალებსა და გოგონებს ეხება. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას ცხოვრების განმავლობაში.

„გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ რჩება ადამიანის უფლებების სერიოზულ და გავრცელებულ დარღვევად რომელიც COVID-19 კრიზისის შედეგად გაუარესდა. გენდერული ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ზომების გაძლიერება ძალზე მნიშვნელოვანია და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს პანდემიის დროსაც კი. ცნობიერების მუდმივი ამაღლება და მავნე სოციალური ნორმების და სტერეოტიპების წინააღმდეგ მოქმედება კვლავაც მნიშვნელოვან საკითხად რჩება.“ თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა.

გენდერული ძალადობა, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობა, COVID-19-ის დაწყების შემდეგ მთელ მსოფლიოში გაიზარდა. პანდემიამ გააძლიერა გლობალური ძალადობის ისეთი რისკ ფაქტორები, როგორებიცაა საკვები პროდუქტების დეფიციტი, უმუშევრობა, ეკონომიკური დაუცველობა, იზოლაციის ზომები და სკოლების დახურვა. დაფიქსირდა გენდერული ძალადობის მრავალი ფორმის საგანგაშო ზრდა, განსაკუთრებით ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ოჯახური ძალადობის ფორმები.

16 დღიანი აქტივიზმის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაარიგებს ფლაერებს, გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის, აუცილებელი მომსახურებების შესახებ, როგორებიცაა: უფასო ცხელი ხაზი, კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც მისიის ჩართულობა ყველაზე მაღალია. მისია ასევე იმუშავებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მხარს დაუჭერს ადგილობრივ დონეზე გენდერულის ძალადობის კუთხით, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს COVID-19-ის კონტექსტში.

მისია განაგრძობს  16 დღიანი აქტივიზმის გლობალური კამპანიის მხარდაჭერას 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებების დღემდე.

Follow us on social media