თბილისი, 2021 წლის 8 მარტი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში უერთდება ქალთა საერთაშორისო დღის გლობალურ აღნიშვნას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს გენდერული თანასწორობის განვითარების მხარდაჭერა. წლევანდელი გლობალური კამპანიის თემა "ქალები ლიდერობაში: თანაბარი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში, აღნიშნავს ქალებისა და გოგონების დიდ ძალისხმევას უფრო თანაბარი მომავლის ჩამოყალიბებაში და COVID-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენაში.
COVID-19 უკან ხევს გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალებისა გოგონების გაძლიერების მიმართულებით არსებულ პროგრესს. პანდემიის შედეგები კიდევ უფრო ართულებს ქალთა მონაწილეობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არსებულ დაბრკოლებებს, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
„ქალებზე, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულებზე, განსაკუთრებით იმოქმედა COVID-19-ის პანდემიამ და ისინი კვლავ აგრძელებენ შედეგებით გამოწვეული ტვირთის ტარებას. ეს არის რეალობა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მიუხედავად ქალებზე უარყოფითი გავლენისა, მათ გამოავლინეს შესანიშნავი გამძლეობა და ძლიერი ქმედებები პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის ხაზზე, როგორც სამედიცინო მუშაკებმა, თემების ცხოვრების ორგანიზატორებმა, მშვიდობის მშენებლებმა და გადაწყვეტილებების მიმღებებმა.ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობას ხელშესაწყობად, მათ შორის ყველასთვის უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო საზოგადოებების მშენებლობაში“, ამბობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი.
ქალთა მონაწილეობა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში, განსაკუთრებით ხელმძღვანელობის დონეზე, კვლავ რჩება დაბალი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ქალები ამჟამად წარმოადგენენ საერთაშორისო პერსონალის მხოლოდ 28% -ს, ხოლო უფროსი მენეჯმენტის გუნდის 44% -ს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სხვა მისიებში მომუშავე ქალების დაბალი რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის განვითარების გზაზე. ქალთა არსებითი მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო კრიზისის უფრო ეფექტური მართვის და მშვიდობის მშენებლობის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები გენდერული თანასწორობის და პარიტეტის მიმართულებით და არა მხოლოდ ვისაუბროთ ამაზე,“ ამბობს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეით ფიერონი
„COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, ვერ გადავაჭარბებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულთა კონტექსტში. გენდერული ხედვის ინტეგრირება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის ყველა ასპექტში, ქალთა თანაბარი და არსებითი მონაწილეობის უზრუნველყოფა რჩება პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად,“ ამბობს სინი რამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერულ საკითხთა მრჩეველი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ყოვლისმომცველი გენდერული სამოქმედო გეგმის განხორციელებას, საკუთარ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის განვითარების მიზნით. გასულ წელს,
მისიამ განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ უზრუნველყოს გენდერული პარიტეტი მისიის მხრიდან ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეთა შორის. დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მისიამ გამოსცა მისი 2 წლიანი ანგარიში
გენდერული საკითხები: საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება.
წლევანდელი 8 მარტის ღონისძიებების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი გორის რეგიონალური ოფისის მეშვეობით, ორგანიზებას გაუწევს მრგვალი მაგიდის დისკუსიას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისი ორგანიზებას გაუწევს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქალთა ლიდერობის საკითხების გამოწვევებზე COVID-19-ის კონტექსტში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე უმასპინძლებს გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების მიერ, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ დაწერილი ესეების კითხვის ონლაინ ღონისძიებას.