პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

12.03.2021
თბილისი, 12 მარტი, 2021 წელი-ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას შეხვდა. 

საუბრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა თავმჯდომარეს შეატყობინა რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ადგილზე ყოფნას COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად და რომ მისია საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად, თანდათან ზრდის თავის ოპერაციულ საქმიანობას.

ელჩმა შჩიგელმა გამოხატა შეშფოთება კონტროლირებადი გადასასვლელების დაკეტვის გაგრძელებასთან დაკავშირებით და COVID-19-ის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე. შეხვედრაზე ასევე შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა „ბორდერიზაცია“ და ჰიბრიდული საფრთხეები. 



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ესალმებიან ერთმანეთს


მისიის ხელმძღვანელმა თავმჯდომარეს შეატყობინა რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ადგილზე ყოფნას COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად


ელჩმა შჩიგელმა გამოხატა შეშფოთება კონტროლირებადი გადასასვლელების დაკეტვის გაგრძელებასთან დაკავშირებით


შეხვედრის მსვლელობისას

Follow us on social media