თბილისი, 2021 წლის 23 მარტი- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზი დღეს გადაეცა ქეთევან მაღრაძეს პანკისის სათემო რადიოდან, მისი ნამუშევრისთვის „ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ-ცხინვალში სამდღიანი ტყვეობის ამბავი“
პრიზი საშუალებას მისცემს ქ-ონ მაღრაძეს მიიღოს მონაწილეობა ერთთვიან სტაჟირების პროგრამაში, ლონდონში, ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში.
„დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტიკა აუცილებელია ნდობის შექმნისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჭეშმარიტად ამაყობს საქართველოში, ამ სფეროში ჟურნალისტთა საუკეთესო ნამუშევრების ყოველწლიური დაჯილდოებით,“ აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა. „მედია თამაშობს გადამწყვეტ როლს ძლიერი, ჯანსაღი, მშვიდობიანი დემოკრატიების მშენებლობაში და ამ მზაობის დანახვა იმედის მომცემია.“
2013 წლიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზი ყოველწლიურად აჯილდოებს ეთიკურ, დამოუკიდებელ და კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ ჟურნალისტიკას. ამას წვლილი შეაქვს თემებს შორის ნდობის აღდგენაში რაც არის ერთ ერთი პრიორიტეტი მისიის მანდატის თანახმად.
2020 წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის კონკურსში 44 ჟურნალისტი მონაწილეობდა. გამარჯვებულთან ერთად შემდეგმა ჟურნალისტებმა მიიღეს საპატიო აღნიშვნა:
- გიორგი ჩაგელიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ნაშრომისთვის „გამყოფი ხაზები“
- ნინო ლომაძე ინდიგოდან, ნაშრომისთვის „მეხსიერების გაცოცხლება“
- მაია ფიფია რადიო ათინათიდან ნაშრომისთვის „ლონდონი-კალკუტა: ინდოევროპული ტელეგრაფის კვალი სოხუმსა და ზუგდიდში“
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზი წარმოადგენს, ერთ ერთს ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის იმ შვიდი კატეგორიიდან, რომელთა ორგანიზებასაც ყოველწლიურად ახდენს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. მიმდინარე პანდემიის გამო, დაჯილდოების ცერემონია ციფრულ რეჟიმში ჩატარდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსებული პრიზის ორგანიზება მოხდა ლონდონში არსებული ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
დამატებითი ინფორმაცია:
2012 წელს დაარსებული
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკისთვის, არის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს პროფესიონალიზმს და ეთიკურ ქცევას ქართულ ჟურნალისტიკაში. ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის წესები დაფუძნებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებზე და ითვალისწინებს ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმისა და ეთიკის წახალისებას. იხილეთ მეტი: https://www.euprizejournalism.ge/en/home
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი კონფლიქტისადმი სენსიტიური ჟურნალისტიკისთვის აჯილდოებს მედიასაშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნდობის ჩამოყალიბებას და მშვიდობას. ის დაფუძნდა 2013 წელს, როგორც საქართველოში ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის 7 კატეგორიიდან ერთ ერთი. იხილეთ მეტი: https://eumm.eu/en/press_and_public_information/speacial_prize
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად მუშაობს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფლიქტის ზონებში, ჩაკეტილ საზოგადოებებსა და გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში. იხილეთ მეტი: https://iwpr.net/