თბილისი, 2021 წლის 21 აპრილი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის ახლადდანიშნულ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
გაცნობითი შეხვედრის დროს, ელჩმა შჩიგელმა მიულოცა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივად თვალნათლად ადგილზე ყოფნის შესახებ. იგი ასევე მიესალმა მისიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის აქტიურ თანამშრომლობას. კერძოდ, მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს შესაბამისობა ექვს პუნქტიან შეთანხმებასა (2008) და თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ინფორმაციის გაცვლის დროებითი შეთანხმებასთან (2009).
მათ ასევე უფრო დეტალურად განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, მათ შორის დაკავების უკანასკნელი შემთხვევები და „ბორდერიზაციის“ საქმიანობა, ისევე როგორც უსაფრთხოების არსებული ვითარდება უფრო ფართო რეგიონში.
მინისტრმა ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი დამკვირვებლის მნიშვნელოვან როლს სტაბილურობის შენარჩუნებაში.