თბილისი, 2 ივნისი 2021 წელი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი, 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
საუბრის განმავლობაში, მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა თავმჯდომარეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისია აგრძელებს საკუთარი მანდატის შესრულებას, მათ შორის ადგილზე რეგულარული პატრულირებების მეშვეობით COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად.
მათ განიხილეს გადასვლის კონტროლირებადი პუნქტების გახანგრძლივებული დაკეტვა და COVID-19-ის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული შედეგები განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებულ თემებზე.
მათ ასევე განიხილეს ჰიბრიდულ საფრთხეების და დეზინფორმაციის საკითხები, ისევე როგორც საქართველოს პერსპექტივები მის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა მისი მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მუდმივი ყოფნისთვის, რაც მისი აზრით წარმოადგენს ევროკავშირის ურყევ მზადყოფნას შეინარჩუნოს სტაბილურობა საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში.