23 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ, მათ შორის ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის დ მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, რომლებსაც მისია თანათავმჯდომარეობს.
მინისტრმა გომელაურმა მადლობა გადაუხადა მისიას გაწეული მუშაობისა და ადგილზე ყოფნისთვის.