პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 101-ე შეხვედრა ჩატარდა.

13.07.2021
ერგნეთი, 13 ივლისი, 2021 წელი - დღეს ერგნეთში,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა  ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების 101-ე შეხვედრა. COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრის ადგილზე დაცული იყო სიფრთხილის ყველა საჭირო სანიტარული ზომა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ჰქონდათ კონსტრუქციული დისკუსია გადაკვეთის პუნქტების გახანგრძლივებული დახურვის გავლენაზე და სხვა შეზღუდვებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საარსებო წყაროებზე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, დაკავებების არსებულ შემთხვევებზე და COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის შედეგებზე. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მუშაობას, 2021 წლის 8 ივლისს, ჩატარებული ტექნიკურ შეხვედრაზე განხილულ სარწყავ საკითხებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა მონაწილეთა ჩართულობას ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში, როგორც გადამწყვეტ ფაქტორს ადგილზე სტაბილურობის და ნორმალიზებისთვის. თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მუდმივი დიალოგის მნიშვნელობას და მოუწოდეს ურთიერთ მისაღები გადაწყვეტილებებისკენ, რომლებიც ხელს უწყობს ჰუმანიტარულ პრინციპებს და დადებითად პასუხობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს და ადამიანის უფლებებს. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ ყველა ისეთ მცდელობას, რომელიც ხელს შეუწყობს გადაადგილების თავისუფლების აღდგენისკენ სვლას და სხვა ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სარწყავი წყლის მართვა. შეხვედრის დროს ყურადღება ასევე გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადადგან მონაწილეებმა ინციდენტების  პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, დაგეგმონ შემდგომი შეხვედრა 2021 წლის 27 სექტემბერს. 




Follow us on social media