პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკს საველე ვიზიტზე გაუძღვა

18.10.2021
თბილისი, 2021 წლის 18 ოქტომბერი - დღეს, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ მარეკ შჩიგელთან ერთად ოძისის მახლობლად სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მონაკვეთებს ეწვია.

ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროში ადმინისტრაციული ხაზის გასწვრის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ და მათი გავლენის შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული თემების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

ამასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ოძისის გადაკვეთის პუნქტი უკვე ორ წელზე მეტია დაკეტელია და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რასაც ზემოაღნიშნული  და მიმდინარე პანდემია ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, საკუთრებისა და რელიგიური ადგილების წვდომის კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კორჩოკმა გამოიყენა თავისი ვიზიტის შესაძლებლობა რათა მადლობა გადაეხადა მისიისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობაში მუდმივი წვლილის შეტანისათვის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობისათვის.

ამჟამად მისიაში დამკვირვებლის სახით რვა სლოვაკეთის მოქალაქე  მსახურობს. 

  





Follow us on social media