25 ნოემბერი 2021 წელი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის წლევანდელი 16 დღი ანი კამპანიის აღნიშვნას გლობალური თემით „ გაა ნარინჯისფერ ე სამყარო: დაასრულეთ ქალთა მიმართ ძალადობას ახლავე! “. კამპანია დღეს იწყება, ქალთა მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღეს და გაგრძელდება 10 დეკემბრამდე, ადამიანის უფლებების დღემდე, და მოუწოდებს საერთშორისო ქმედებებისკენ ცნობადობის ასამაღლებლად, ადვოკატირების მცდელობების გაძლიერებისკენ და გენდერული ნიშნით ძალადობის დასრულებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ.
გლობალურად, ყოველი 3 ქალიდან 1 განიცდის ინტიმური
პარტნიორის მხრიდან ძალადობას, არაპარტნიორის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ან
ორივეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავაც რჩება
ადამიანის უფლებების გლობალურ დარღვევად, რომელიც გავრცელებულია სოციალური და
ეკონომიკური უთანასწორობის, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ სფეროში ქალთა შეზღუდული
მონაწილეობის, მავნე და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და
გენდერული სტერეოტიპების გამო.
„დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის
საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმეორებს ჩვენს ერთგულ
მხარდაჭერას ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და
აღმოფხვრის საქმეში, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. გენდერული ძალადობა
ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევაა, რომლისგანაც მძიმედ
დაზარალდნენ კონფლიქტით დაზარალებული ქალები და გოგონები. მიუხედავად იმისა, რომ
ადამიანის უფლებების ეს სერიოზული დარღვევა გავრცელებულია, ის შეიძლება და უნდა
აღიკვეთოს,“ ამბობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ
შჩიგელი.
COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააძლიერა
გენდერული ძალადობის, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის მასშტაბები და შედეგები, ხოლო
გენდერული ნიშნით ძალადობას გადარჩენილთათვის დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმებზე
და ხარისხიან სერვისებზე წვდომა შეზღუდულია ბევრ სფეროში.
„COVID-19-მა გააძლიერა გენდერული ძალადობა.
უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, ჩვენ დავუპირისპირდეთ ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის
ძირეულ მიზეზებს, რათა მათ საშუალება მივცეთ სრულად გააცნობიერონ თავიანთი ადამიანური
პოტენციალი, უზრუნველვყოთ საზოგადოების უფრო ფართო მონაწილეობა და შევქმნათ უფრო მშვიდობიანი,
სტაბილური და უსაფრთხო საზოგადოებები ყველასთვის,“ ამბობს ქეით ფიერონი, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
მიუხედავად COVID-19-ით გამოწვეული გამოწვევებისა,
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერს მხარს წლევანდელ აქტივიზმის 16 დღიან
კამპანიას. კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაავრცელებს საინფორმაციო ფლაერებს
გენდერული ნიშნით ძალადობას გადარჩენილთათვის არსებული მხარდაჭერის სერვისების შესახებ
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან, სადაც მისია აქტიურად პატრულირებს, და „გაანარინჯისფერებს“თავის
საპატრულო მანქანებს საქართველოს მასშტაბით, რათა გამოხატოს მხარდაჭერა და სოლიდარობა
გენდერული ნიშნით
ძალადობის გადარჩენილების
და „გაანარინჯისფერე სამყარო“
გლობალური კამპანიის
მიმართ.
გორსა და მცხეთაში მისი რეგიონალური ოფისების
მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოაწყობს ხელოვნების კონკურსებს სკოლის
მოსწავლეებისთვის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე რაიონებში, ასევე სკოლებთან
და უნივერსიტეტებთან გასვლით ღონისძიებებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინფორმაციის
გაზიარების შეხვედრებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მოაწყობს „ნატვრის ხის“ გასვლით ღონისძიებას ზუგდიდის მახლობლად, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე რაიონებში მდებარე სკოლებთან ერთად, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და დაესწრება გორის ქალთა თავშესაფრის ღია კარის დღეს მხარდაჭერის გამოსახატად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში
ასევე შეურთდება საქართველოში არსებულ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ერთიანი განცხადების
ხელმოსაწერად:
https://georgia.un.org/en/160140-time-end-violence-against-women-and-girls-georgia