პრეს რელიზები

ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ მომხსენებლი სვენ მიკსერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს

03.02.2022
თბილისი, 2022 წლის 3 თებერვალი - ევროპარლამენტის ესტონელი წევრი და საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიკსერი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ეწვია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ევროპარლამენტის წევრ მიკსერს მისი საველე ვიზიტის დროს შეურთდა, მიაწოდა მას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ  მოვლენებზე ხურვალეთის რაიონში. 

დაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში მან განმარტა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი აქტივობები და მახასიათებლები, როგორებიცაა ღობეები და სათვალთვალო საგუშაგო. ბრიფინგის დროს ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის და მათ კონკრეტულ, ყოველდღიურ შედეგებზე მათ შორის მაგალითად, შემთხვევებზე, როდესაც მათ არ შეუძლიათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა საპენსიო სარგებელის მისაღებად. 
 
ვიზიტის დასასრულს, ევროპარლამენტის წევრმა მიკსერმა, მადლობა გადაუხადა მისიას, როგორც ადგილზე ერთადერთ სადამკვირვებლო წარმომადგენლობას სტაბილურობაში მისი წვლილისთვის.

 


Follow us on social media