პრეს რელიზები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს

30.03.2022

თბილისი, 2022 წლის 30 მარტი – ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ, ელჩ მარეკ შჩიგელთან ერთად დღეს ეწვია ოძისის მახლობლად, სამხრეთ ოსეთთან ადმნისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს. საგარეო საქმეთა მინისტრ რაუს თან ახლდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ვიორელ მოშანუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური დესპანი, პოლონეთის ელჩი მონტენეგროში, არტურ დმოხოვსკი და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი. 

ვიზიტის დროს, ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა დელეგაციას ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. 

ამ მხრივ მან აღნიშნა, რომ ოძისის გადაკვეთის პუნქტი ამ დროისთვის უკვე 2 წელიწადნახევარზე მეტია დაკეტილია და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც ეს ფაქტი ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლებასა, ჯანდაცვაზე, საკუთრებაზე ან რელიგიურ ადგილებზე ხელმისაწვდომობის ჩათვლით.  მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების თანათავმჯდომარეების მჭიდრო თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რაუმ გამოიყენა მისი ვიზიტის შესაძლებლობა, რომ მადლობა გადაეხადა მისიისთვის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობისთვის, მის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი უწყვეტი წვლილისთვის.

ამჟამად პოლონეთის თვრამეტი წარმომადგენელი მსახურობს მისიაში, რაც პოლონეთს სიდიდით მეოთხე კონტრიბუტორად აქცევს.

Follow us on social media