პრეს რელიზები

ევროპის პარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრები ესტუმრნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

13.04.2022
საქართველოში ფართო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრები ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა უმასპინძლა დელეგაციას მცხეთის და გორის რეგიონალურ ოფისებში და ახლდა მათ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ვიზიტებისას. 

დილით დელეგაცია ეწვია წეროვანში დევნილთა დასახლებას, სადაც მათ მეტი შეიტყვეს ზოგად ვითარებაზე, ძირითად საკითხებზე და დევნილთა საცხოვრებელ პირობებზე. ოძისში, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა ხაზგასმით აღნიშნა რამდენად საზიანოა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის გადაკვეთის პუნქტის ორ წელიწად ნახევარზე მეტი ხნით დაკეტვა. დღის მეორე ნახევარში, გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში, სტუმრებმა იხილეს თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთ ქმედებებს და ნიშნებს, როგორებიც არის ღობეები და სათვალთვალო კოშკურები, როდესაც საქმე ეხება განათლების, ჯანდაცვის საკუთრების ან რელიგური ადგილებზე ხელმისაწვდომობას. 

ვიზიტის ბოლოს, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, ლუკას მანდლმა (ავსტრია), იოუზას ოლეკასმა (ლიეტუვა), ლარს პატრიკ ბერგმა (გერმანია) და ელენა იონჩევამ (ბულგარეთი) აღნიშნეს მათი უწყვეტი მხარდაჭერა მისიის მიზნების მიმართ და გამოხატეს მადლიერება  მისიის მიერ შეტანილი წვლილისთვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში. 



Follow us on social media