პრეს რელიზები

სლოვაკეთის დელეგაცია ოძისს ეწვია

11.10.2022
დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დოქტორმა ტიბორ კოზმამ, ოძისის რაიონში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას სლოვაკეთის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, მათ შორის, სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მარიან მაიერი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი.

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე მათი გავლენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა „ბორდერიზაციის“ საქმიანობის უარყოფით გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გასული აგვისტოდან, 2022 წლის დეკემბრამდე, ოძისში გადაკვეთის პუნქტი ღიაა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისია და ეუთო გააგრძელებენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენისკენ მოწოდებას.

სლოვაკეთი მისიის თანამშრომელთა წარმგზავნი ერთ-ერთი სახელმწიფოა. მისიაში სულ სლოვაკი ეროვნების 6 ექსპერტი მუშაობს.






Follow us on social media