პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ქ-ნი ლელა კუნჭულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2022 სპეციალური პრიზის გამარჯვებულად დაასახელა.

03.02.2023
თბილისი, 3 თებერვალი 2023 წელი – დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა ტიბორ კოზმამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა ქალბატონ ლელა კუნჭულიას რადიო თავისუფლებიდან მისი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „ლოცვა შვილის მკვლელისთვის“. ფილმი მოგვითხრობს 84 წლის ქალის ემოციურ ისტორიას, რომელიც ხშირად მიდის კასპის ეკლესიაში, რათა ილოცოს კაცისთვის, რომელმაც 1993 წელს აფხაზეთის კონფლიქტის დროს მისი შვილი მოკლა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის პრიზი მისცემს ქალბატონ კუნჭულიას შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ერთთვიან სტაჟირებაში ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში.

სიტყვებს განკურნება შეუძლიათ
„იარაღად უპასუხისმგებლოდ ან განზრახ გამოყენებისას, სიტყვები შეიძლება ტყვიებივით დამაზიანებელი იყვნენ. სინამდვილეში, სიტყვებს შეუძლიათ სიძულვილის გაღვივება და მოკვლა. გასული წლის განმავლობაში სიძულვილის ენის, დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების გავრცელებამ ეს შეგვახსენა.“ თქვა დოქტორმა ტიბორ კოზმამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მის გამოსვლაში, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის შესახებ საუბრისას.  

„როგორც საქართველოსთვის ცნობილია მისი ახლო წარსულიდან, შეიარაღებული დაპირისპირებების დასრულების შემდეგ ასევე აუცილებელია მაღალპროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტიკა. როდესაც ჟურნალისტები ყვებიან ამბებს, რომლებიც აერთიანებენ დაყოფილ თემებს, მათ შეუძლიათ დაეხმარონ ხალხს ნაბიჯ-ნაბიჯ კვლავ გაერთიანებაში. რადგან სიტყვებს ჭრილობების მოშუშების ძალაც აქვთ. სწორედ ამიტომ, დღეს მე ძალიან ვამაყობ, რომ გადავცემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში და თქვენთან ერთად აღვნიშნავ საქართველოში ჟურნალისტების პროფესიულ მიღწევებს.“ დაამატა დოქტორმა კოზმამ დაჯილდოების ცერემონიისას. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პრიზს ზედიზედ მეათე წელია გადასცემს რაც აჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ პროფესიულ აღიარებას.

საპატიო აღნიშვნა 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებულის გარდა, საპატიო აღნიშვნა დაიმსახურეს შემდეგ ჟურნალისტებმა მათი გამოჩენილი ჟურნალისტური ნაშრომებისთვის: 





მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მე-10 კონკურსი 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ჟურნალისტური კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთი. 2013 წელს დაწყებიდან ის ზედიზედ მეათე წელია გადაეცემა. პრიზი წარმოაჩენს ეთიკურ, დამოუკიდებელ და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და მშვიდობას თემებს შორის, რაც მისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 



წინა გამარჯვებულთა სია:
  • 2013 ოლესია ვართანიანი
  • 2014 გოგიტა აფციაური
  • 2015 ნინო ჩიფჩიური
  • 2016 გვანცა დოლუაშვილი
  • 2017 ნინო გოგუა
  • 2018 ნიკა გაბლიშვილი
  • 2019 მამუკა ყუფარაძე
  • 2020 ქეთევან მაღრაძე
  • 2021 ზვიად მჭედლიშვილი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი პრიზის ორგანიზება ხდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

დაჯილდოების ცერემონიის შემდგომი გაშუქება ხელმისაწვდომია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სოციალური მედიის ანგარიშებზე: Facebook, Twitter და Instagram.  

Follow us on social media