ერგნეთი,
2023 წლის 2 მარტი - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
111-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ
კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით.
თანათავმჯდომარეებმა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს მხრიდან დადებითად შეაფასეს მონაწილეთა
მოწადინებულობა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ.
ამასთან დაკავშირებით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის
დაწყებისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა დიმიტრიოს
კარაბალისმა განაცხადა:
„ეუთოს წარმომადგენელ
ჩემს კოლეგასთან, ელჩ მოშანუსთან ერთად ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფორმატის პირველად
თანათავმჯდომარეობა დიდი პატივია. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადგილზე სტაბილურობის
შესანარჩუნებლად პრაქტიკული და კონსტრუქციული დიალოგის გზით. მოვუწოდებ მონაწილეებს
ყოველთვის მიილტვოდნენ პრაქტიკული გადაწყვეტილებებისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
საქმე ეხება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების შემსუბუქებას
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს.“
შეხვედრის
დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გააკეთეს მოწოდება მოახლოებულ აღდგომის
სადღესასწაულო პერიოდში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით,
ამასთან, გაიმეორეს თავიანთი მოწოდებები გადაკვეთის პუნქტების სრულად გახსნის თაობაზე
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის. თანათავმჯდომარეებმა
აღნიშნეს ახლახან ორი დაკავებულის გათავისუფლება და გააკეთეს მოწოდება ჰუმანიტარული
მიდგომისკენ დაკავებების არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს ყველა მონაწილეს
გადაწყვეტილებების ძიებისკენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული
გამოწვევების შესამცირებლად და ხაზი გაუსვეს დიალოგისა და პრაგმატიზმის მნიშვნელობას.
ინციდენტების
პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისას დისკუსიები ასევე შეეხო იყო
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ
უკანასკნელ მოვლენებს, მათ შორის ‘ბორდერიზაციის’
შემთხვევებს. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ დამდეგი სასოფლო-სამეურნეო სეზონი საჭიროებს
გაძლიერებულ დიალოგს ინციდენტების პრევენციის
და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მართულ
ცხელ ხაზზე. ამასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის მუშაობა
და ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის ინფორმაციის გაცვლისა და ინციდენტების მართვისთვის აუცილებელი
ინსტრუმენტი.
მონაწილეები შეთანხმდნენ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 27 აპრილს ჩატარებაზე.