პრეს რელიზები

მისი სამეფო უდიდებულესობა შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია საქართველოში ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

30.03.2023
თბილისი, 29-30 მარტი 2023 წელი – გასული ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ჰქონდა პატივი, ემასპინძლა მისი სამეფო უდიდებულესობის შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიასთვის. ვიზიტი შედგა 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის კონტექსტში. ვიზიტმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მისიების მნიშვნელობა ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მხრივ.


„დიდი პატივია ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიას მასპინძლობა საქართველოში მისი ვიზიტის დროს “, - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა. "მისი აქ ყოფნა ხაზს უსვამს ჩვენი მუშაობის და ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მისიების მნიშვნელობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოწადინებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას საქართველოში და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიას ინტერესს ჩვენი საქმიანობის მიმართ."

   
29 მარტს ტახტის მემკვიდრე პრინცესას თბილისში, მისიის სათაო ოფისში ჩაუტარდა ბრიფინგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და საქმიანობის შესახებ. მომდევნო დღეს მისიამ უმასპინძლა მას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტისას. ხურვალეთში მას მიეცა შესაძლებლობა უშუალოდ ენახა, თუ როგორ ისახება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი და ‘ბორდერიზაციის’ ნიშნები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. მისი სამეფო უდიდებულესობა ასევე ეწვია ადგილობრივ სკოლას და შეხვდა მასწავლებლებს და ბავშვებს.

  

დასასრულს იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის დასახლებაში, ის შეხვდა ადგილობრივ მეწარმე ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ჰაბი. მათ განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა და გამოწვევები, რომელთა წინაშეც იძულებით გადაადგილებული პირები დგანან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

   

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მადლიერია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიების მხარდაჭერაში შვედეთის ლიდერობისთვის და მისიის უშუალო მხარდაჭერისთვის პერსონალის მოვლინების კუთხით. ამჟამად მისიაში შვედეთის მოქალაქე 21 თანამშრომელია.


Follow us on social media