9
მაისს, ევროპის დღის კონტექსტში, გორის რეგიონალურმა ოფისმა, გორის ხელოვნების
სახლში გახსნა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის დამკვირვებლის, აქსელ კორტონის ფოტო შთაბეჭდილებები, ასევე ბავშვების
ფოტოები, რომლებსაც გადაღებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ
ორგანიზებულ ხელოვნების გასვლით ღონისძიებაზე. გამოფენის გახსნას დაესწრო გორის
მერი, გორის #4 სკოლის დირექტორი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი და
სხვა უამრავი სტუმარი.
ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლის ხედვა
გორის
რეგიონალური ოფისის
უფროსის
მოადგილემ იან შმიდტმა ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებს
გამოფენა გააცნო.
აქსელ კორტონი, რომლის ფოტოებიც
გამოფენილია, არის გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციის შემქმნელი და თავის
სურათებში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის საქმიანობას ასახავს მისი, როგორც დამკვირვებლის პერსპექტივიდან. ის
ასახავს არა მხოლოდ საქართველოს უნიკალურ ბუნებას ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის დამკვირვებლების საქმიანობასთან ერთად, არამედ მომენტებს იმ ადამიანების
ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ განიცდიან საქართველოში კონფლიქტის
გავლენას.
დამკვირვებელი
აქსელ კორტონი მიმართავს დამსწრეებს
გამოფენის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი
ნაწილი
წარმოაჩენს
ადგილობრივი ბავშვების პორტრეტებსა და ნახატებს ადამიანის
უფლებების შესახებ
.
ნახატები ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და გასულ წელს ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შესრულდა. ბავშვები თავიანთ ნახატებთან ერთად
ასახა აქსელ კორტონმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გამართული ღონისძიების
ფარგლებში ჩატარებული სემინარის დროს. ბავშვებს საშუალება მიეცათ გამოეყენებინათ
მხატვრული გამოხატვის სხვა ფორმა, რათა წარმოედგინათ თავიანთი შეხედულება სამყაროს
შესახებ.
გამოფენაზე დასწრება
გამოფენას შეგიძლიათ დაესწროთ გორის ხელოვნების სახლში, გურამიშვილის 5-ში 10 მაისიდან 9 ივნისამდე, 12:00 საათიდან – 18:00 საათამდე.
საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის
უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ქართველ ხალხთან და განსაკუთრებით
ადმინისტრაციული
სასაზღვრო
ხაზის
გასწვრივ
მცხოვრებ,
ყველაზე მეტად დაზარალებულ ადამიანებთან ურთიერთობას სხვადასხვა
გზით.