პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადება რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით

07.08.2023

რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ . ჩვენ გვახსოვს დაკარგულ სიცოცხლე ები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებ ისკენ , რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს .

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს , რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება იყოს რთული . განსაკუთრებით , როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის ართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანა თავმჯდომარეები , ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძ იებლად კონფლიქტი ს შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლის მომტან ყველა ძალისხმევას ,

ამ წლისთავ აღვნიშ ისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის , მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ადმი . როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია , ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სა საზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით . ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის ."

Follow us on social media