პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 114-ე შეხვედრა გაიმართა

13.09.2023
ერგნეთი, 12 სექტემბერი, 2023 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 114-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ. თანამონაწილეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების თავისუფლებისთვის მიმართ, იმ დროს როდესაც სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის მაცხოვრებლები კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, რომლებიც მათ ერთმანეთისგან იზოლაციას ახდენს, ზღუდავს მათ საარსებო წყაროების შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ოჯახურ ურთიერთობებს და ამავდროულად გავლენას ახდენს მათი რელიგიური ჩვეულებების შესრულებაზე.  თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე და მოხუცებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმას, რომ უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის ომის წლისთავის დროს და მის ახლო პერიოდში. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დროს ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების როლს სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელშეწყობისას. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დადებითი კუთხით აღნიშნეს ხანგრძლივად დაკავების ზოგიერთი შემთხვევის ბოლოდროინდელი გადაჭრა. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას.  

მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის ელექტროენერგიის და სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობას და ტექნიკური ექსპერტების მოსაზრებებს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშესაწყობად. 

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2023 წლის 1 ნოემბერს მოწვევაზე და ირიგაციასა და წყალზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გასაგრძელებლად ცალკე ტექნიკური შეხვედრის გამართვაზე. 






Follow us on social media