ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს სოფელ კირბალის სიახლოვეს სროლას, საქართველოს მოქალაქის მიმართულებით, რომელმაც გამოიწვია მისი ტრაგიკული სიკვდილი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ.
მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვისათვის, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენების გზით.