პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 118-ე შეხვედრა გაიმართა

20.03.2024
ერგნეთი, 20 მარტი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 118-ე შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, როგორც თანათავმჯდომარეები მიესალმნენ მონაწილეებს და დადებითად შეაფასეს მათი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ. მათ მოუწოდეს პრაგმატიზმისკენ, ორმხრივად მისაღები ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც დადებითად და ეფექტურად უპასუხებენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებებს.

შეხვედრის დროს თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს მოწოდება დამდეგი მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნისკენ და ამავდროულად გაიმეორეს მათი მოწოდება ადმინისიტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის, გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრულად აღდგენისკენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ასევე მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და დაკავებების არსებული შემთხვევების გადაწყვეტის მიზნით ჰუმატიარული მიდგომის გამოყენებისკენ. 

დისკუსიები ასევე შეეხო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ღობეების და მავთულხლართების მსგავსი ფიზიკური ბარიერების დაყენებას და ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა ქმედებებს.  

ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ მომავალი სასოფლო-სამეურნეო სეზონი საჭიროებს დაილოგის გაგრძელებას და აღნიშნეს სარწყავ წყალთან დაკავშირებული საკითების შესახებ ტექნიკური შეხვედრის სარგებლიანობა.   
 
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის გასული შეხვედრების მსგავსად, მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მუშაობა, გაუსვეს რა ხაზი მას როგორც აუცილებელ მექანიზმს ინფორმაციის გაცვლის, დაძაბულობის შემცირების და ინციდენტების დროულად რეგულირების მხრივ.  
  
მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 16 მაისს გამართვაზე და სარწყავ წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური შეხვედრის 2024 წლის 26 აპრილს ჩატარებაზე.  



Follow us on social media