პრეს რელიზები

მისიის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10.04.2024
თბილისი, 10 აპრილი 2024 წელი – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ, თბილისში გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. 

შეხვედრის დროს, მისიის ხელმძღვანელმა ბუგანიმ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთგულებას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ 24/7 თვალსაჩინო პატრულირების შენარჩუნების მიმართ, საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების ხელშესაწყობად. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნდობის აღდგენის, მისიის ხელთ არსებული ისეთი მექანიზმების მნიშვნელობას, როგორებიც არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, დიალოგის ხელშესაწყობად და დაძაბულობის შესამცირებლად. დასასრულს მან წარმოადგინა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ არსებული უსაფრთხოების და ჰუმანიტარული ვითარების მისიის შეფასება. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში მისი შეტანილი წვლილისთვის, როგორც ადგილზე არსებულ ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობას. მან გამოხატა მისი მხარდაჭერა მისიის მანდატის სრულად განხორციელების მიმართ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 


Follow us on social media