პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 120-ე შეხვედრა გაიმართა

24.07.2024
ერგნეთი, 23 ივნისი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 120-ე შეხვედრა გაიმართა, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მყარი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმართ. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები ჩაერთნენ აქტიურ კონსტრუქციულ დიალოგში, განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები, კერძოდ, ‘ბორდერიზაციის’ ქმედებები, როგორც მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები ასევე უსაფრთხოების ვითარება ადგილზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გამოხატეს მათი შეშფოთება დაკავებების განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით და ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. თანათავმჯდომარეებმა ასევე გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ქალების, კაცების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის ხელშემწყობი იქნება.

თანათავმჯდომარეები ასევე მიესალმნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას სარწყავი წყლის გაზიარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს შესაბამისი სამუშაოების შემდგომი წინსვლის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ზაფხულის მშრალ თვეებში.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობა ზუსტი ინფორმაციის დროული გაცვლის ხელშესაწყობად.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 12 სექტემბერს გამართვაზე.  

Follow us on social media