პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 123-ე შეხვედრა გაიმართა

14.02.2025
ერგნეთი, 14 თებერვალი, 2025 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 123-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით. 

თანათავმჯდომარეებმა 2025 წლის პირველი შეხვედრა გახსნეს მიესალმნენ რა, მონაწილეთა მხრიდან ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ ერთგულებას. ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობის დროს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედერაზე  სიტყვით პირველად გამოსვლისას, კრისტოფ შპეტიმ ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობაზე ინკლუზიური გზით კოშკურების მნიშვნელობას. მან იმედი გამოთქვა, რომ დამკვიდრებული ძალისხმევა და ინიციატივები გაგრძელდება ყველა მონაწილის მხრიდან, მათ შორის, წყალთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური შეხვედრების კარგი პრაქტიკა. 

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების ვითარება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, განიხილეს „ბორდერიზაციის“ შემთხვევები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მუდმივი გამოწვევები. თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს დაკავებულების გათავისუფლებისკენ და დაკავებების შეწყვეტისკენ მიმართული მოწოდება. 

დისკუსიების დროს ყურადღება გამახვილდა  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭერეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და ხანდაზმულების, საარსებო პირობებს. 

ყველა მონაწილემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რომელიც შექმნილია ადგილზე 24/7 კომუნიკაციის დასახმარებლად, როგორც ინფორმაციის გაცვლის, დაძაბულობის განმუხტვისა და ინციდენტების დროული მართვისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი.

მონაწილეები შეთანხმდნენ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2025 წლის 3 აპრილს გამართვაზე. ტექნიკური შეხვედრა სარწყავი წყლის საკითხებთან დაკავშირებით იმავე კვირაში ჩატარდება. 




Follow us on social media