პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეცამეტე შეხვედრა ერგნეთში: ადმინისტრაციულ საზღვართან დაგეგმილი სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების შესახებ წინასწარი შეტყობინების მიზნით ცხელი ხაზი ამოქმედდება

16.04.2013
16 აპრილს ერგნეთში საქართველოს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 33-ე შეხვედრა, როგორც ყოველთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ერთობლივი ხელშეწყობით კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. 

მონაწილეები მიესალმნენ 18 მარტს შემდგარი წინა შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტების რაოდენობის შემცირებას. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ მონაწილეები წინასწარი შეტყობინების განსახორციელებლად ცხელი ხაზის მექანიზმს აამოქმედებენ.

ასევე, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა ყველა მონაწილეს თხოვნით მიმართა ნათესავებისა და რელიგიურ ადგილების მოინახულების მიზნით ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება გამოეჩინათ. 

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ განაღმვითი სამუშაოები და სამების ტერიტორიაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, მათ ასევე განიხილეს ტირიფონის სარწყავი არხის რეაბილიტაციის საკითხი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია ამნისტიის და ეთნიკურად ოსი ეროვნების ადამიანების გათავისუფლების შესახებ. ასევე გაზიარებულ იქნა ინფორმაცია პატიმრის ვინაობის შესახებ. დაისვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმარტა მოსანახულებლად ორმხრივი ვიზიტის შესაძლებლობის საკითხიც.

და ბოლოს, მონაწილეებმა განიხილეს ზარდიანთკარში არსებული მდგომარეობა და კვლავ ხაზი გაუსვეს სამხრედრო წვრთნების შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების მნიშვნელობას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 30 მაისს გაიმართება.


Follow us on social media